Accentnews.ge
"ქართული ოცნება" ოპოზიციას 25-მეტრიანი რადიუსის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს

"ქართული ოცნება" ოპოზიციას 25-მეტრიანი რადიუსის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს

03/07/2020 12:45:12 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძის განცხადებით, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25-მეტრიან რადიუსში აგიტაცია იკრძალება და აღნიშნულთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს. თუმცა, რაც შეეხება 25 მეტრის რადიუსში ადამიანების დგომას, კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობენ მემორანდუმის გაფორმებას, რათა ყველამ აიღოს პასუხისმგებლობა 25-მეტრიანი რადიუსის დაცვაზე.

„რეალურად, საუბარია 25-მეტრიან რადიუსზე. სხვა საკითხებში რაიმე არსებითი კითხვები განხილვებისას არ ყოფილა. ერთადერთია 25-მეტრიანი რადიუსი, რაზეც რეგულაციები გვაქვს. ფიზიკურად ამ რადიუსში აგიტაციის გაწევა აკრძალულია.

რაც შეეხება 25-მეტრიან რადიუსში ადამიანების დგომის აკრძალვას, იქედან გამომდინარე, რომ ეს ნორმა აღსრულებადი არ არის, პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას ვთავაზობთ, რათა ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა 25-მეტრიანი რადიუსის დაცვაზე. იმედია, მემორანდუმს შემოუერთდებიან. ამით კიდევ გამოჩნდება, თუ რა სურთ მათ“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

იხილეთ ასევე:

ევროკავშირის ელჩი ცვლილებებს მისალმება, თუმცა უფრო ამბიციურ საარჩევნო რეფორმას ისურვებდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S