Accentnews.ge
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "საქართველოში არსებული ბაზა ვიზეარისთვის მნიშვნელოვანია"

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "საქართველოში არსებული ბაზა ვიზეარისთვის მნიშვნელოვანია"

06/07/2020 07:43:34 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უნგრელ კოლეგას შეხვდა.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრული კომპანია "ვიზეარისთვის" საქართველოში არსებული ბაზა მნიშვნელოვანია და ის იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება, "ვიზეარი" კი მსოფლიოში საკუთარ ადგილს იპოვის.

„უფრო მეტ უნგრეთის მოქალაქეს სურს, ჩამოვიდეს საქართველოში. შარშან უნგრეთიდან საქართველოში 7 ათასი ვიზიტორი ჩამოვიდა. პანდემიის დროს შემცირდა "ვიზეარის" ფრენები, საქართველოს გარდა სხვაგანაც შეამცირა ფრენები, უფრო მეტად ვიზეარი ჩინეთიდან უნგრეთში აბრუნებდა მოქალაქეებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება და ვფიქრობ, რომ "ვიზეარი" იპოვის საკუთარ ადგილს მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ "ვიზეარისთვის" საქართველოში არსებული ბაზა არის მნიშვნელოვანი“,-აცხადებს პიტერ სიიარტო.

უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისში ბაზას ხურავს. კომპანიის პროგნოზით, ქუთაისში ბაზის დაბრუნება 2021 წლის გაზაფხულამდე არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. გადაწყვეტილების მიუხედავად, გაურკვეველია, როდის აღდგება რეგულარული საერთაშორისო ფრენები საქართველოდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S