„10 000 საბურავი პარლამენტის სარდაფებში გვაქვს დამალული, კიდევ 10 000 – სხვაგან“
06/07/2020 09:14:25 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ენმ–ის მიმართ ბრალდებებს ეხმიანება და ხუმრობით არნიშნავს, რომ პარტიის წევრებს10 000 საბურავი პარლამენტის სარდაფებში აქვს დამალული.
"ქართული ოცნება" ჯერ ვიღაცებს ააწკავწკავებს და მერე თავად იტყვიან ამას - ეს ხომ ახალი არ არის და "ნაციონალური მოძრაობა" რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ იცის "ქართულმა ოცნებამ". ჩვენ ხომ 10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში და კიდევ 10 000 სხვაგან. ამ რევოლუციის მოლანდებებში გაილია 8 წელი. ეს არავის სჯერა. რევოლუცია არჩევნებში გამარჯვება იქნება. 8-წლიანი წარუმატებელი და დამნაშავე რეჟიმი შეიცვლება. თუ ამაში გულისხმობენ რევოლუციას - დიახ, ხელისუფლების შეცვლა რევოლუციის ტოლფასი იქნება, რადგან ჩამოშლილი და დამყაყებული ქვეყანის შემოქმედი თუ ისტორიის სანაგვეზე წავა, დიახ, ეს არის რევოლუციის ტოლფასი. დიახ, ჩვენ ვაპირებთ რევოლუციურ ნაბიჯებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,"- განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი გიგაურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“და მისი „კლასტერი“ რევოლუციისთვის ემზადება, რის საშუალებასაც მათ „ქართული მარში“ არ მისცემს.


