დეკანოიძის სამი არგუმენტი, რატომ არ იხსნება შეზღუდვა ფრენებზე
06/07/2020 11:11:20 პოლიტიკა, ეკონომიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს არჩევნებსაც უკავშირებს. არგუმენტად მან რამდენიმე გარემოება დაასახელა:
- მოქალაქეების გაღარიბება და ამ მხრივ ძალაუფლების შენარჩუნება;
- ემიგრანტების შიში;
- საერთაშორისო დამკვირვებლები.
„ეკონომიკის მოკვლით მიზანმიმართულად ხდება ადამიანების უფრო გაღარიბება, რათა ძალაუფლება უფრო შეინარჩუნოს ოლიგარქიულმა რეჟიმმა – ივანიშვილის მარტივი ლოგიკაა. მეორე - ეს არის ემიგრანტების შიში და მასიურად ემიგრანტების დაბრუნება, მათ შორის საარჩევნოდ. კითხვის ნიშნის ქვეშაა საერთაშორისო დამკვირვებლები: გასაგებია, რომ სპეცრეისით შეიძლება ჩამოიყვანონ, მაგრამ ყველა შეიძლება ვერ მოხვდეს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს არჩევნებზე“,-აცხადებს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა, თუმცა გაურკვეველია, როდის აღდგება რეგულარული საერთაშორისო ფრენები.
იხილეთ ასევე:
ალექსანდრე გიორგიძე: „თუ საზრვრები არ გაიხსნა, კატასტროფა მოხდება!“


