Accentnews.ge
კობახიძე – საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე: "თემა დახურულია"

კობახიძე – საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე: "თემა დახურულია"

06/07/2020 13:37:43 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ყველა საჭირო ცვლილება უკვე ასახულია და ის აღარ გადაიხედება.

კობახიძე დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივას გამოეხმაურა, ბიულეტენების გადათვლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავების თაობაზე და განაცხადა, რომ ხმების გადათვლის პრობლემა არც ახლა არსებობს.

„ყველა საკითხი განვიხილეთ. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უკვე მიღებულია. შესაბამისად, თემა დახურულია. რაც შეეხება გადათვლას, შემიძლია, წარმოგიდგინოთ სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო უბნებში ხმების გადათვლა ხდება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, შვიდჯერ და ათჯერაც კი.

მაგალითად, არის სამი უბანი, სადაც 2018 წელს ათჯერ მოხდა გადათვლა. გადათვლის პრობლემა უბნებზე არ არის. აქედან გამომდინარე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია. ყველა საჭირო ცვლილება უკვე ასახულია საარჩევნო კანონმდებლობაში, რა თქმა უნდა, აღარ შეიცვლება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S