Accentnews.ge
პანდემიის პერიოდში ქართული პასპორტი ამერიკულზე “ძლიერი” გახდა

პანდემიის პერიოდში ქართული პასპორტი ამერიკულზე “ძლიერი” გახდა

07/07/2020 10:45:40 პოლიტიკა

კონსალტინგური კომპანია Arton Capital-ის საპასპორტო ინდექსში საქართველოს პოზიციები საგრძნობლად გაუმჯობესდა. პორტალ Passportindex.org-ის ცნობით, პანდემიის ფონზე საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მსოფლიოს 57 ქვეყანაში მოხვედრა შეუძლიათ, 35 სახელმწიფოში კი ვიზას ადგილზე ჩასვლისას იღებენ.

ამგვარად, საქართველოს მობილობის ინდექსი 92 ქულას შეადგენს და ინდივიდუალურ რეიტინგში ქვეყანა 47-ე პოზიციაზეა.

რეიტინგში იაპონია და ახალი ზელანდია ლიდერობენ. ტრადიციულად “ძლიერმა” ამერიკულმა პასპორტმა კი პოზიციები დათმო და 52-ე ადგილზე ჩამოინაცვლა.

პორტალის მონაცემებით, ყველაზე მეტი შეზღუდვა სწორედ აშშ-ის, ასევე სინგაპურისა და ჩილეს მოქალაქეების მიმართ დაწესდა.

საქართველო ამ დროს, კორონავირუსის გავრცელების მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობის გათვალისწინებით, იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებსაც ევროკავშირმა 1 ივლისიდან გარე საზღვრები გაუხსნა. ამასთან, არაერთ ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა ჯერ კიდევ მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

რუსეთი რეიტინგში 59-ე პოზიციაზეა, უკრაინა - 101-ზე, აზერბაიჯანი – 123-ზე, სომხეთი კი - 135-ზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S