Accentnews.ge
რომელ ავიაკომპანიებთან აწარმოებს მთავრობა საერთაშორისო ფრენებზე მოლაპარაკებებს

რომელ ავიაკომპანიებთან აწარმოებს მთავრობა საერთაშორისო ფრენებზე მოლაპარაკებებს

08/07/2020 08:28:05 ეკონომიკა

ევროკავშირის იმ ხუთი ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც საქართველო საზრვრებს უპირობოდ ხსნის, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, ავიაკომპანებთან კონკრეტულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ინფორმაციისთვის: საქართველო საზღვარს უპირობოდ 5 ქვეყანასთან ხსნის. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

„მათ შორის, Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ აგვისტოდან კვირაში ორი რეისი განხორციელდება. ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს AirBaltic-სა და AirFrance-თან“,– განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრეს–სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე.

მან კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით დანიშნული სპეციალური რეისების განრიგი და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასი 200 ევროს არ გადააჭარბებს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, სპეციალურ რეისებს განახორციელებს ორი ავიაკომპანია – Wizzair-ი და Myway Airlines-ი: 13 ივლისი – ვარშავა, 15 ივლისი – ბარსელონა, 17 ივლისი – რომი, 22 ივლისი – პარიზი, 28 ივლისი – ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთების ფასი როგორც აქამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. ასევე, შეგახსენებთ, რომ კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები „აირზენა“ შემდეგ ქალაქებში : ვენა, ამსტერდამი და თელ-ავივი. აქვე გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში განხორციელდება ერთჯერადად სპეციალურ რეისი კატარის დედაქალაქიდან, დოჰადან, საიდანაც საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში“,– განაცხადა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება საქართველოს სახმელეთო საზღვრებს, ნარჩუნდება იგივე რეჟიმი, რა რეჟიმიც დღეს მოქმედებს.

„საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირის წევრ პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციების შესაბამისად 2 კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ყველა გადაწყვეტილება რომელიც არის მიღებული ეყრდნობა ამ ორ მთავარ პრიორიტეტს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ქვეყანაში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა“, – დასძინა ჩიქოვანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S