Accentnews.ge
გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს

გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს

08/07/2020 10:28:55 პოლიტიკა

გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს,– იუწყება „ევროპული საქართველო “.

მათი ინფორმაციით, ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეამ მთავარი კომიტეტის სხდომა გამართა, სადაც ორგანიზაციის მიერ პანდემიის პირობებში გაწეული სამუშაო და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გიგი წერეთელმა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებულ ონლაინ აქტივობებზე და აღნიშნა, რომ ასამბლეა ინტენსიურად მუშაობდა მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან ვებ-კონფერენციების და ონლაინ შეხვედრების რეჟიმში, ასამბლეის კომიტეტებმა გამართეს არაერთი შეხვედრა ფართო ჩართულობით და ცნობილი ექსპერტებით ეუთოს პრიორიტეტების შესაბამისად. ეს ეხებოდა უსაფრთხოების, არსებული კონფლიქტების, დემოკრატიის საფრთხეების, ტერორიზმის, მიგრაციის, გენდერული თანასწორობის, არჩევნების მონიტორინგის, გარემოს დაცვის და სხვა საკითხებს.

აღინიშნა, რომ პანდემიის გამო ასამბლეის ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო, მათ შორის წლიური სესიაც ვანკუვერში, სადაც უნდა გამართულიყო პრეზიდენტისა და ბიუროს არჩევნები. შესაბამისად, გიგი წერეთელი, ასამბლეის პრეზიდენტი კიდევ ერთი წლის განმავლობაში იქნება.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის( ეუთო) საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპარლამენტო გაერთიანებაა მსოფლიოში. მასში 57 ქვეყნის 350 მდე პარლამენტარია გაერთიანებული. გიგი წერეთელი 2017 წლიდან ამ ორგანიზაციის პრეზიდენტია. ის ორჯერ აირჩიეს ფარული კენჭისყრით, 2018 წელს ბერლინში და 2019 წელს ლუქსემბურგში ასამბლეის სესიაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S