Accentnews.ge
კომპენსაციის მიღების მსურველ პირთა რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

კომპენსაციის მიღების მსურველ პირთა რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09/07/2020 07:13:01 პოლიტიკა

კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ვინც დააგვიანა, ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ვადა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდება. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაგრძელებთ, რადგან კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენი პირველი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მივეხმაროთ, რომლებსაც კრიზისის გამო შეუმცირდათ შემოსავალი, ან დაკარგეს.

დღეის მდგომარეობით, 121 719 თვითდასაქმებულმა ასეთი დახმარება სახელმწიფოსგან მიიღო და 129 000–ზე მეტმა დასაქმებულმა, რომელმაც დაკარგა შემოსავალი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ციფრები გაიზარდოს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ვადის გადავადება.

ამასთან, ჩვენ თვითდასაქმებულების დახმარების ნაწილში დახმარების მიზნობრიობასაც ვაფართოვებთ და დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზუნურ სამუშაოებზე დასაქმებულების დახმარებას. ჩვენ მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას“,– განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: მთავრობა თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ერთჯერადად 300 ლარს გასცემს, ხოლო დასაქმებულებზე, რომელთაც დაკარგეს სამსახური 1200 ლარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S