
საბერძნეთმა საქართველოსთან საზღვარი გახსნა
09/07/2020 15:41:02 საგარეო პოლიტიკა
საბერძნეთმა საქართველოსთან და ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესულ სხვა სახელმწიფოებთან საზღვარი გახსნა.
საქართველოს გარდა, ჩამონათვალში მოხვდნენ ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი (თუმცა, უკანასკნელი მხოლოდ იმ პირობით, თუ საპასუხო ზომებს მიიღებს).
რაც შეეხება საბერძნეთში ჩასასვლელად საჭირო ზომებს, ვიზიტორებს მოუწევთ, ქვეყანაში შესავლამდე შეავსონ სპეციალური ფორმა. სპეციალური ფორმის შევსება აპლიკაციით Visit Greece ან ვებ-გვერდზე travel.gov.gr. არის შესაძლებელი. ყველა განმცხადებელი პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებს.