პოლონელი დეპუტატი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს

10-07-2020 06:08:25 პოლიტიკა

პოლონეთის სეიმის წევრი მალგოჟატა გოშიევსკა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის უპირობო გახსნის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნის ქვეყნის საზღვრებს ევროპის 5 ქვეყნისათვის. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. სხვა ევროპის ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის პოლონეთის, შეუძლიათ საქართველოში ჩასვლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წასვლამდე გაივლიან 14-დღიან კარანტინს, რომლის საფასურის დაფარვაც თავად მოუწევთ”, - წერს გოშიევსკა.

ცნობისთვის: საქართველომ საზღვარი უპირობოდ ხუთი სახელმწიფოსთვის გახსნა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები