Accentnews.ge
დამოუკიდებელი ექსპერტი: "შაქარაშვილის დაცემის და გახოხების აშკარა კვალი არ შეინიშნება"

დამოუკიდებელი ექსპერტი: "შაქარაშვილის დაცემის და გახოხების აშკარა კვალი არ შეინიშნება"

10/07/2020 12:06:49 სამართალი

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე დაცემის და გახოხების აშკარა კვალი არ შეინიშნება,– ამის შესახებ ოჯახის მიერ საქმეში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა.

რაც შეეხება ცემის ხანგრძლივობას, ექსპერტი ამბობს, რომ ამის დასადგენად მეთოდიკა არ არსებობს, შესაბამისად, დადგენა შეუძლებელია.

ექსპერტის თქმით, ცხედარს წყალში ყოფნის ნიშნები აშკარად ეტყობა. კერძოდ, ექსპერტი ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ცხედრის ხმელეთზე ყოფნის შემთხვევაში ლპობითი პროცესები იმგვარად განვითარდებოდა, რომ ცხედრის ამოცნობა შეუძლებელი გახდებოდა, ხოლო წყალში ლპობითი პროცესების სწრაფად განვითარებას ხელი გამდინარე ცივმა წყალმა შეუშალა.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

10 ივლისს გამოქვეყნდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა, პროკურატურამ კი შაქარაშვილის ეპიზოდი ჯგუფურად განზრახ მკვლელობად სეაფასა, თუმცა ამ დროისთვის ბრალი არავის აქვს წაყენებული.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S