Accentnews.ge
ევროკომისია: „2019 წელს საქართველოდან  თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობა 9%–ით გაიზარდა“

ევროკომისია: „2019 წელს საქართველოდან  თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობა 9%–ით გაიზარდა“

10/07/2020 19:16:51 საგარეო პოლიტიკა

„2019 წელს საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობა 9%–ით გაიზარდა“, – ამის შესახებ ნათქვამია უვიზო მიმოსვლის თაობაზე ევროკომისიის უკანასკნელ ანგარიშში „მესამე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში“.

„2019 წელს შეტანილი იყო 21 570 განაცხადი, 2018 წელს კი – 19 730. თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მხრივ საქართველო კვლავ წამყვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის. 2019 წელს თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 4.1%-მდე შემცირდა (2018 წლის 4.7%-თან შედარებით). 2020 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა 3 795 თავშესაფრის განაცხადი, რაც 42% -ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, „ევროკავშირის წევრმა ბევრმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფარს სამედიცინო მიზეზების გამო ითხოვენ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S