Accentnews.ge
„ევროპული საქართველო“ გასართობი ცენტრების მიმართ რეგულაციების გამოყენებაში ნეპოტიზმის ნიშნებს ხედავს

„ევროპული საქართველო“ გასართობი ცენტრების მიმართ რეგულაციების გამოყენებაში ნეპოტიზმის ნიშნებს ხედავს

13/07/2020 09:00:22 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, როდესაც ბავშვთა გასართობი ყველა ცენტრისა და გასართობი კომპანიებისთვის ღონისძიებების გამართვა აიკრძალა, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვის საფუძველზე, თბილისის მერ კახა კალაძის მეგობრის გიორგი გოგუაძის და მისი მამის კუთვნილ კომპანია „ნევერლენდმა“ გლდანის პარკში არაერთხელ გამართა მასშტაბური გასართობი ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობდა ასეულობით პირი.

„გვსურს, საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ბავშვთა გასართობი ცენტრების და გასართობი კომპანიების მიმართ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გატარების დისკრიმინაციულ მიდგომაზე, რომელიც კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნებს შეიცავს. აღასანიშნავია, რომ ამ სფეროში მხოლოდ თბილისში 100-მდე კომპანია საქმიანობს, საქართველოს მასშტაბით კი 200-მდე, სადაც საშუალოდ 20 ადამიანია მუდმივად დასაქმებული. თბილისის მასშტაბით საუბარია 3,000 ადამიანის შემოსავლის გარეშე დარჩენაზე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 10,000-ადამიანამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კანდელაკის თქმით, ბავშვთა გასართობი ცენტრების მიმართ რეგულაციების გამოყენებაში ნეპოტიზმის ნიშნებია.

„უდავოა, რომ მაშინ, როცა სხვა კომპანიები კეთილსინდისიერად ასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს და მათ მიერ დასაქმებული ათასობით ადამიანი - მსახიობები, მომღერლები, ფოტოგრაფები, ივენთ მენეჯერები და ა.შ. მოთმინებით ელიან შეზღუდვების შერბილებასა და დაკარგული სამუშაოს აღდგენის შანსს, თბილისის მერთან პირადი კავშირი საკმარისია მხოლოდ ერთი კომპანიისთვის შეზღუდვების მოსახსნელად იმ მომენტში არსებული რეგულაციების დარღვევით. კორუფცია და ნეპოტიზმი სხვა არაფერია,“- განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S