სააკაშვილი: „ვემზადები გადამწყვეტი ნახტომისთვის“
13/07/2020 09:36:51 პოლიტიკა
100 დღეში საქართველო გადარჩება ან აღარ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებთან ონლაინდიალოგისას განაცხადა.
„შემდეგი 100 დღე გადამწყვეტია. ჩვენ გვიკეთებენ ანესთეზიას, რომ გაჩუმდით, ხელ–ფეხი არ გაანძრიოთ. რატომ არ უშვებენ ტურისტებს? იმიტომ, რომ რაც მეტად ღარიბი იქნება ხალხი, მით უფრო ადვილად, იაფად გაიყიდება. ამის გადატეხვა შეიძლება მარტო ახალგაზრდული ენთუზიაზმით, ყველასთან მისვლით, ყველა ადამიანთან დალაპარაკებით, რწმენის დაბრუნებით. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა შემდეგ 100 დღეში. უნდა ვიყოთ ორგანიზებული, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიაა, ვინ ვისთან ძოვს, ვერ ძოვს, გადავდოთ ეს, საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა სახელებსა და გვარებს. ამ რამდენიმე დღეში უკრაინაში ჩვენს კიდევ რამდენიმე ადამიანს ნიშნავენ მაღალ თანამდებობაზე. დატაცებაზე არიან, რადგან იციან, თავის დროზე საქართველოში მოვახდინეთ სასწაული. მე, ჩემი მხრივ, შევდივარ სპორტულ ფორმაში, ვემზადები გადამწყვეტი ნახტომისთვის, მაგრამ სასურველია, ეს ნახტომი არ იყოს უფსკრულში, რადგან უფსკრულში მიდის ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


