„უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე კიდევ რამდენიმე ჩვენს ადამიანს ნიშნავენ“
13/07/2020 09:42:17 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე კიდევ რამდენიმე ქართველი დაინიშნება.
მას თანამდებობები და პირები არ დაუკონკრეტებია.
„ამ რამდენიმე დღეში უკრაინაში ჩვენს კიდევ რამდენიმე ადამიანს ნიშნავენ მაღალ თანამდებობაზე. დატაცებაზე არიან, რადგან იციან, თავის დროზე საქართველოში მოვახდინეთ სასწაული“,– განაცხადა სააკაშვილმა ახალგაზრდებთან ონლაინდიალოგისას.


