Accentnews.ge
ენმ: „ბათუმის მერის მიერ თანამდებობის დატოვება გადაწყვეტილია“

ენმ: „ბათუმის მერის მიერ თანამდებობის დატოვება გადაწყვეტილია“

13/07/2020 10:59:56 პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბათუმის მერის მიერ თანამდებობის დატოვებაა გადაწყვეტილი.

როგორც საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე აცხადებს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თომცა მერი „შვებულებაში გაუშვეს, რათა განცხადება 15 ივლისის შემდეგ დაწეროს“.

კირთაძის განმარტებით, მსგავს შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის ახალი არჩევნების ჩატარების საჭიროება აღარ იქნება და მმართველი გუნდი მერის მოვალეობის შემსრულებლად საკუთარ კანდიდატს დანიშნავს:

„თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, რომ ხულოს მერის შემდეგ სახლში გაუშვას ბათუმის მერი ისე, რომ ბათუმელებს წაგვართვა კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება, გვყავდეს ქალაქში არჩეული მერი. კომახიძე რატომ გაუშვა შვებულებაში? იმიტომ, რომ საარჩევნო კოდექსში ცალსახად წერია: თუ მერი უფლებამოსილებას 15 ივლისამდე შეუწყვეტს, არჩევნები ტარდება 31 ოქტომბერს.

თუ 15-ის შემდეგ შეუწყვეტს უფლებამოსილებას, არჩევნები ტარდება მომავალი წლის გაზაფხულზე იმ შემთხვევაში, თუ არ არის არჩევნები. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ 2021 წლის სექტემბერში ისეც ტარდება არჩევნები. ამიტომ ბატონმა რიჟვაძემ გადაწყვიტა, რომ თავისი ვინმე დაანიშნოს და წელიწადნახევრის მანძილზე ყოველგვარი ხალხის მანდატის გარეშე ეყოლება მისი მორჩილი შემსრულებელი“.

მერიის პრეს–სამსახურის განცხადებით, მერი განმარტებებს გააკეთებდა, თუმცა ის დღეიდან ერთკვირიან შვებულებაშია.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S