აქცია უმაღლეს საბჭოსთან: "კლანი უნდა დასრულდეს!"

14-07-2020 12:16:49 პოლიტიკა

"კლანი უნდა დასრულდეს" - ამ ლოზუნგით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს, აქცია მიმდინარეობს.

მოსამართლეთა შერჩევის პროცესს იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკრიტიკებენ.

ისინი სასამართლო სისტემაში კლანის არსებობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

"ისინი კიდევ ეცდებიან და კვლავ იბრძოლებენ იმისთვის, რომ თავისი ხალხი კიდევ ერთხელ გაიყვანონ უზენაეს სასამართლოში, რათა ხელში ჰქონდეთ ბერკეტი საკასაციო სასამართლოს ინსტანციის მართვასთან დაკავშირებით. ანუ უზენაესი სასამართლო იყოს ჩინჩალაძის გავლენების ფარგლებში. ინტერესიც კი აღარ არსებობს ამ პროცესთან მიმართებაში",- ამბობს იუსტიციის არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

6 კანდიდატიდან დღეს საბჭოში ორ მოსამართლეს - აბუსერიძე გოჩას და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები