
ოკუპანტების მიერ დაჭრილი გახელაძის მონახულების საშუალება არც "წითელ ჯვარს" მისცეს
14/07/2020 21:53:02 კონფლიქტები
ოკუპანტების მიერ დაჭრილი და დაკავებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება არც "წითელ ჯვარს" მიეცა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი2-მა" საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობისგან მიიღო.
"წითელი ჯვარი" ზაზა გახელაძის მონახულებას ცდილობდა და დე ფაქტო ხელიუფლების წარმომადგენლებს მიმართეს, მათ შორის, ოფიციალური წერილითაც, თუმცა მისი ნახვის საშუალება არ მიეცათ.
უარის სავარაუდო მიზეზად COVID-19-ის პანდემია სახელდება.