Accentnews.ge
კინზინგერი - "ტვიტერში" ქართული საეჭვო ანგარიშების გამოჩენაზე: "პუტინი მიზანში იღებს თავისუფლებისმოყვარე ხალხს"

კინზინგერი - "ტვიტერში" ქართული საეჭვო ანგარიშების გამოჩენაზე: "პუტინი მიზანში იღებს თავისუფლებისმოყვარე ხალხს"

15/07/2020 05:28:04 საგარეო პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი "ტვიტერში" გამოვლენილი ქართული საეჭვო ანგარიშების შესახებ კვლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ "პუტინი მიზანში იღებს თავისუფლებისმოყვარე ხალხს".

"რუსული ბოტები გტროლავენ ტვიტერზე? დიახ, ჩვეულებრივი სამშაბათია... ეს არის ის, რასაც პუტინი აკეთებს. იგი მიზანში იღებს თავისუფლების მოყვარულ ხალხს, ცდილობს ჩაერიოს დემოკრატიულ არჩევნებში და დათესოს ქაოსი საკუთარი გამარჯვებისთვის. ეს პათეტიკურია, თუმცა ეს არის პუტინის რეჟიმი”, – წერს კინზინგერი "ტვიტერში" პირად გვერდზე და ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკური კვლევის ლაბორატორიის მიერ ჩაატარებულ კვლევას აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, ადამ კინზინგერის მიერ "ტვიტერში" საქართველოს ხელისუფლების გაკრიტიკების შემდეგ ქსელში ანტიდასავლურად განწყობილი საეჭვო ქართული ანგარიშები გამოჩნდა, რომლებიც ორგანიზაციის დაკვირვებით, ულტრამემარჯვენე და პროსამთავრობო ფეისბუკაქტორებთან ასოცირდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S