Accentnews.ge
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამოქმედო არეალი უნდა გაფართოვდეს“

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამოქმედო არეალი უნდა გაფართოვდეს“

15/07/2020 07:38:06 კონფლიქტები, პოლიტიკა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტზე ერთი რამ, რაც ხელისუფლებამ შეიძლება, მოიმოქმედოს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის გამოყენებაა: უნდა გაფართოვდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამოქმედო არეალი.

„საქართველოს ხელისფულებამ მხოლოდ ერთი რამ შეიძლება მოიმოქმედოს. ეს არის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავააქტიუროთ და მისი სამოქმედო არეალი უნდა გაიზარდოს, ეს არის ის, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია და აუცილებელია ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: 11 ივლისს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 33 წლის ზაზა გახელაძისა და მისი მეგობრის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ინციდენტის შედეგად ზაზა გახელაძე დაიჭრა, მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S