Accentnews.ge
სამადაშვილი: „ვაპირებთ, „ძალა ერთობაშია“ გავაფართოვოთ“

სამადაშვილი: „ვაპირებთ, „ძალა ერთობაშია“ გავაფართოვოთ“

15/07/2020 08:20:30 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ენმ „ძალა ერთობაშიას“ სულის ჩამდგმელია და გეგმავს, გააგრძელოს სხვა პარტიებთან თანამშრომლობა და ალიანსის გაფართოება.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, გამოჩნდებიან, მნიშვნელოვანი, ახალი პოლიტიკური მოთამაშეები, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაამარცხებენ ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში.

„თუ კონკრეტულ სუბიექტებს, ვინც „ძალა ერთობაშიში“ მონაწილეობენ, რაიმე სხვა პოლიტიკური გეგმები აქვთ, ეს არის მათი პირადი არჩევანი და მათ ვერ ვაიძულებთ, ამ გაერთიანებაში დარჩნენ. ეს გაერთიანება ეფუძნება საერთო მიზანს, რაც არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ვისაც ამაში მონაწილეობის მიღება სურს, კარი ღია არის ყველასთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S