კილაძე: „ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს გუნდი ვერ წარმომიდგენია“
15/07/2020 09:09:17 პოლიტიკა
ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება საქმეზე ორიენტირებული, ამომრჩევლები უნდა დავარწმუნოთ, რომ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაშია ჩართული.
„ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ განუყოფელი ნაწილია, მის გარეშე ეს გუნდი ვერ წარმომიდგენია. ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაშია ჩართული“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.


