Accentnews.ge
ომბუდსმენი – ცინარიძის საქმეზე: „პასუხისმგებლობა სამართალდამცავ უწყებებზეა, რომ სათანადო რისკების შეფასება და პრევენცია მოახდინონ“

ომბუდსმენი – ცინარიძის საქმეზე: „პასუხისმგებლობა სამართალდამცავ უწყებებზეა, რომ სათანადო რისკების შეფასება და პრევენცია მოახდინონ“

15/07/2020 10:12:47 სამართალი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის დავით ცინარიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ განმეორებითი ძალადობის რისკები და უზრუნველყონ ძალადობის პრევენცია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სამართალდამცავ უწყებებს ეკისრებათ.

„გირაოს შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სანახავია, რატომ შეცვალა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახე, ამაში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა, თუმცა, რაც შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ რადგან ოჯახში ძალადობის საქმე არის, რადგან იარაღი ფიგურირებს ამ საქმეში, ამ ვითარებაში უკვე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ განმეორებითი ძალადობის რისკები და უზრუნველყონ განმეორებითი ძალადობის პრევენცია. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არის სამართალდამცავ უწყებებზე, რომ მათ სათანადო რისკების შეფასება და პრევენცია მოახდინონ, რომ დაზარალებული არ დაექვემდებაროს განმეორებით ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის: ცინარიძე პატიმრობიდან შემზღუდავი ღონისძიების გარეშე გათავისუფლდა. მას უბრალოდ ქვეყნის დატოვება ეკრძალება გირაოს ვადის ამოწურვამდე. ამის შესახებ ცინარიძის ადვოკატმა „აქცენტს“ განუცხადა.„აქცენტი“ პროკურატურაში არკვევს, რა ზომების გამოყენებას გეგმავს სახელმწიფო ბრალდება, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S