Accentnews.ge
უკრაინის საგარეო უწყება: "მოვითხოვთ, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქე"

უკრაინის საგარეო უწყება: "მოვითხოვთ, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქე"

15/07/2020 19:40:32 საგარეო პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონოდ დაკავების ფაქტს გმობს.

"რუსეთი დაკავების, გატაცების, წამებისა და მკვლელობის პრაქტიკის რეალიზებით განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების სისტემურად და უპრეცედენტოდ დარღვევას. უკრაინა მუდმივად ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი დესტაბილიზაციის მომტანი მოქმედებები ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, ასევე, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციების შეუფერხებელი წვდომა, ისევე როგორც, უზრუნველყოს დაკავებული და დაჭრილი საქართველოს მოქალაქის დაბრუნება“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S