
ისლანდიამ საქართველოსთან საზღვარი გახსნა
16/07/2020 11:27:45 საგარეო პოლიტიკა
ისლანდიამ ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ მიჩნეულ მესამე ქვეყნებთან, რომელთა შორის საქართველოც არის, საზღვარი გახსნა.
სია საჭიროებისამებრ რეგულარულად განახლდება.
რაც შეეხება კარანტინს თუ უსაფრთხოების სხვა ზომებს, როგორც გამოცემა წერს, აეროპორტში ჩასვლისას მგზავრებს ექნებათ არჩევანი — ან მოთავსდნენ ორკვირიან კარანტინში, ან გაიკეთონ ფასიანი ტესტი კორონავირუსზე.