ევროკავშირის საბჭომ „უსაფრთხო ქვეყნების“ სია განაახლა - საქართველო სტატუსს ინარჩუნებს
16/07/2020 15:49:05 პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. სიაში ნაცვლად 14 ქვეყნისა, 12 ქვეყანა რჩება: სტატუსი დაკარგეს სერბეთმა და მონტენეგრომ.
განახლებულ სიით, ევროკავშირის საბჭო წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, გახსნან საზღვრები ალჟირთან, ავსტრალიასთან, კანადასთან, საქართველოსთან, იაპონიასთან, მაროკოსთან, ახალ ზელანდიასთან, რუანდასთან, სამხრეთ კორეასთან, ტაილანდთან, ტუნისთან და ურუგვაისთან.
უსაფრთხო ქვეყნების სიაში შედის ჩინეთიც, თუმცა ჩინეთთან მიმოსვლა მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც ქვეყანა ევროკავშირს საზღვრებს თავად გაუხსნის.
სია ორ კვირაში გადაიხედება.
8 ივლისს საქართველომ საზღვრები გახსნა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთ, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.


