„ედისონ რისერჩმა “ოპოზიციიდან პრემიერობის სავარაუდო კანდიდატების რეიტინგები გაზომა
16/07/2020 19:54:23 პოლიტიკა
„ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი გამოკვლევის შედეგების თანახმად, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ლიდერობს ოპოზიციიდან პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს შორის.
გამოკითხულმა მოქალაქეებმა უპასუხეს შეკითხვას – თქვენი აზრით, ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში?
· დავით ბაქრაძე - 26%
· გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) - 20%
· გრიგოლ ვაშაძე - 18%
· მიხეილ სააკაშვილი - 7%
· ნიკა მელია - 5%
· შალვა ნათელაშვილი - 4%
· ირმა ინაშვილი - 2%
· მამუკა ხაზარაძე - 2%
„ედისონ რისერჩის“ გამოკვლევა ასევე შეეხო თბილისის იმ მაჟორიტარულ ოლქებს, რომლებშიც ოპოზიციას საერთო კანდიდატები ჰყავს წარდგენილი. „ლეობორისტული პარტიის" ოფისში შეკრებილმა ოპოზიციურმა პარტიებმა თბილის რვა ოლქიდან ექვსში (საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის გარდა) შეთანხმებული კანდიდატები წარადგინეს.
სამგორი
შეკითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
· ლევან ხაბეიშვილი (ენმ) - 15%
· „ქართული ოცნების“ კანდიდატი - 42%
· სხვა - 9%
· არ ვიცი/უარი პასუხზე - 34%
ვაკე
ვის მისცემდნენ ხმას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
· ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“ – „თავისუფალი დემოკრატები“) - 46%
· „ქართული ოცნების“ კანდიდატი - 31%
· სხვა - 4%
· არ ვიცი/უარი პასუხზე - 19%
გლდანი
· ნიკა მელია (ენმ) - 35%
· „ქართული ოცნების“ კანდიდატი - 32%
· სხვა - 1%
· არ ვიცი/უარი პასუხზე - 32%
ისანი
· გიორგი ვაშაძე („ახალი საქართველო”) - 37%
· „ქართული ოცნების“ კანდიდატი - 36%
· სხვა - 2%
· არ ვიცი/უარი პასუხზე - 25%
ნაძალადევი
· შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) - 20%
· ქართული ოცნების კანდიდატი - 42%
· სხვა - 5%
· არ ვიცი/უარი პასუხზე - 33%
მთაწმინდა-კრწანისი
შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“ – „თავისუფალი დემოკრატები“) - 28%
· „ქართული ოცნების“ კანდიდატი - 38%
· სხვა - 3%
· არ ვიცი/უარი პასუხზე - 31%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულის" დაკვეთით ამერიკულმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა.
კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.


