Accentnews.ge
ვლადიმერ ბოჟაძე: კეზერაშვილის და "ევროპული საქართველოს" ტელევიზიის კვლევების მიხედვით, ენმ–ს 3-ჯერ, ხოლო "ევროპულ საქართველოს" 8-ჯერ უსწრებს "ქართული ოცნება"

ვლადიმერ ბოჟაძე: კეზერაშვილის და "ევროპული საქართველოს" ტელევიზიის კვლევების მიხედვით, ენმ–ს 3-ჯერ, ხოლო "ევროპულ საქართველოს" 8-ჯერ უსწრებს "ქართული ოცნება"

17/07/2020 05:44:12 პოლიტიკა

კეზერაშვილის და "ევროპული საქართველოს" ტელევიზიის კვლევების მიხედვით "ნაციონალურ მოძრაობას" 3-ჯერ, ხოლო "ევროპულ საქართველოს" 8-ჯერ უსწრებს "ქართული ოცნება",- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

„კეზერაშვილის და "ევროპული საქართველოს" ტელევიზიის კვლევების მიხედვით ოპოზიცია რომელიც ყოველდღე ებრძვის ქართულ ჯარს(ენდობა 90%), მართლმადიდებლურ ეკლესიას (88%), ჩვენს გმირ ექიმებს(79%) და პოლიციას(70%), უმძიმეს მდგომარეობაშია, "ნაციონალურ მოძრაობას" (16%) 3-ჯერ, ხოლო "ევროპულ საქართველოს" (5%) 8-ჯერ უსწრებს "ქართული ოცნება"(39%), აღარაფერს ვამბობ 3%, 2% და 1% პარტიებზე. 2020 წლის არჩევნების შედეგად გვეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი, "ქართული ოცნების" მყარი უმრავლესობა და მთავრობა”,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S