Accentnews.ge
ზურაბიშვილი – ჟურნალისტებს: „თუ ქართული არ გესმით, თქვენი პრობლემაა“

ზურაბიშვილი – ჟურნალისტებს: „თუ ქართული არ გესმით, თქვენი პრობლემაა“

17/07/2020 08:36:20 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და მედიის წარმომადგენლები ბულინგში დაადანაშაულა.

„დავიღალე თქვენი, უფრო სწორად, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემს მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, ეს თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა. მცდელობა, რომ მე გამასაღოთ როგორც პრო-მოძალადე, ძალიან სასაცილოა, რომ არ იყოს სატირალი.

თუ ვერ გაიგეთ, წაიკითხეთ, თქვენ უნდა ისწავლოთ კითხვა. მე რაც ვიგულისხმე არის, რომ ერთი-ერთზე არის ყველაფერი, არ მითქვამს ერთი-ერთზე ძალადობა კარგი არის. ვთქვი ვაჟკაცობა არის ერთი-ერთზე და ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, ლაპარაკი, სიყვარული.. ალბათ არ იცით“,-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის: ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჯგუფური ძალადობა არაქართულია და მან ვაჟკაცობა იცის ერთი-ერთზე.

"მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული და მგონია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა მონანიება. ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ასე გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები არა ტყუილით, დამალვით და ჯგუფური ძალადობით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე: ომბუდსმენი – პრეზიდენტის განცხადებაზე: „ძალადობის რომანტიზება არ უნდა მოვახდინოთ“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S