Accentnews.ge
საქართველოს მოქალაქეებს საზღვრებს დანიაც უხსნის

საქართველოს მოქალაქეებს საზღვრებს დანიაც უხსნის

17/07/2020 12:18:39 პოლიტიკა

დანიის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს 18 ივლისიდან ხსნის.

როგორც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტრომ ორი კვირის თავზე გადახედეს ევროკავშირის საბჭოს მიერ რეკომენდებული „მწვანე ქვეყნების” სიას და მიიღეს გადაწყვეტილება, საზღვრები გაუხსნან აღნიშნულ სიაში არსებულ კიდევ რამდენიმე ქვეყანას, კერძოდ საქართველოს, ტუნისსა და ურუგვაის.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ურუგვაისა და საქართველოში დანიის მოქალაქეებისთვის მოქმედებს სამგზავრო შეზღუდვები და კარანტინის მოთხოვნა, ამიტომ აღნიშნულ ორ ქვეყანაში გამგზავრება განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე რეკომენდებული კვლავ არ არის.

ცნობისთვის: საქართველომ საზღვრები უპირობოდ მხოლოდ ხუთ ქვეყანას გაუხსნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S