Accentnews.ge
საქართველოსა და  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოსა და  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

17/07/2020 17:03:49 საგარეო პოლიტიკა

საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ოფიციალური თბილისის ცნობით, ეიჰუნ ბაირამოვთან საუბრისას დავით ზალკალიანი დაინტერესდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე ესკალაციით და კოლეგისგან მოისმინა ინფორმაცია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი ვითარების ესკალაციის გამო და აღნიშნა, რომ „კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია". მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო მექანიზმების, კერძოდ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის აქტიური ჩართულობით შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში დაბრუნება და სიტუაციის განმუხტვა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრისპირა არეალში სამხედრო დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. მხარეები შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S