Accentnews.ge
"თუ ვართ საზოგადოება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი მორალური არჩევანი და არ ვითანამშრომლოთ მკვლელებთან, გავრიყოთ ისინი. ვინც ამ გესლს თესავს, ისინი არ არიან ჟურნალისტები, ისინიც არიან მკვლელები"

"თუ ვართ საზოგადოება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი მორალური არჩევანი და არ ვითანამშრომლოთ მკვლელებთან, გავრიყოთ ისინი. ვინც ამ გესლს თესავს, ისინი არ არიან ჟურნალისტები, ისინიც არიან მკვლელები"

18/07/2020 06:36:22 პოლიტიკა

ვინც ამ გესლს თესავს, ისინი ჟურნალისტები არ არიან, ისინიც არიან მკვლელები და მათთან თანამშრომლობა უნდა იყოს ის მორალური ზღვარი, რომლის გადალახვის უფლებას თავს არ უნდა აძლევდეს ამ გულდათუთქული ქალბატონის გულშემატკივარი,- ასეთი იყო ლაშა ნაცვლიშვილის კომენტარი ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის ეთერში ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ გიორგი შაქარაშვილის დედის ემოციური მიმართვის წაკითხვის შემდგომ.

მისი თქმით, თუ ვართ საზოგადოება, ადამიანები რომლებიც ვართ მემკვიდრეები ვაჟასი,” ვეფხისტყაოსნის, თუ ეს სისხლი გვაქვს, მაშინ შეგვიძლია, რომ ხელი არ ჩამოვართვათ, არ გადავრთოთ, არ ვითანამშრომლოთ მკვლელებთან, რომლებმაც თავისი არჩევანი გააკეთეს და სიკვდილის მხარეს, ჭირის და ვირუსისი მხარეს დადგნენ.

როგორც "ქართული ოცნების" კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში აცხადებს, ახლა ჯერი ჩვენს არჩევანზეა, შეგვიძლია თუ არა ეს არჩევანი ჩვენი მორალური სიმაღლიდან შევაფასოთ და ის ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც ეკადრება აი ამ გულდათუთქულ ადამიანს და მთელს საზოგადოებას.

,,საზოგადოება მორალს მქმნის პრეცენდენტებით ანუ არ სჭირდება ამას არც კანონი, არც პარლამენტი, არც არავის დაჭერა და არც არავის დახურვა. თუ ვართ საზოგადოება, ადამიანები რომლებიც ვართ მემკვიდრეები ვაჟასი,” ვეფხისტყოსნის” და შეგვიძლია, რომ დაწერილი კანონის დარღვევით შევქმნათ მორალი სტუმარ მასპინძელზე ვლაპარაკობ, თუ ეს სისხლი გვაქვს, მაშინ შეგვიძლია, რომ ხელი არ ჩამოვართვათ, არ გადავრთოთ, არ ვითანამშრომლოთ მკვლელებთან. ეს ხალხი არიან მკვლელები და მკვლელებთან თანამშრომლობა, მკვლელობის თანამონაწილეობაა. ჩვენ შეგვიძლია, ამას არავინ არ გვავალდებულებს საკუთარი სინდისის გარდა, რომ არ ვითანამშრომლოთ მკვლელებთან, არ ვითანამაშრომლოთ კოვიდის აგენტებთან და არ ვითანამაშრომლოთ ამ მაჯლაჯუნებთან და მოვიცილოთ ეს ხალხი, მოვიცილოთ დემოკრატიულად, მოვიცილოთ მიმხმარი მუწუკივით თავისი გაქცეული ფიურერიანად. ეს არის ამ არჩევნების, ამ პოლიტიკური თუ მორალური მომენტის, მომენტუმის ამბავი. აბა ვინ ვართ, შევძლებთ ჩვენ ისე დავირაზმოთ მორალის და ზნეობის გარშემო ხალხი, სახელმწიფო, დიდი და პატარა, რომ შევძლოთ გავრიყოთ ესენი? ლიცენზია კი არ გავუუქმოთ, ჯარიმა კი არ გამოვუწეროთ, სისხლის სამართლის საქმე კი არ, თუმცა ღრმად, რომ ჩახვიდე ყველაფრის საშუალებას იძლევა მოქმედი კანონმდებლობა, არცერთი. შეგვიძლია ჩვენ ზურგი, რომ ვაქციოთ და ამ არაადამიანებს დავარქვათ სახელი, რომ ამათთან თანამშრომლობა იგივეა რაც ჭირთან თანამშრომლობა, რაც ოკუპანტთან თანამშრომლობა. ამათთან თანამშრომლობა უნდა იყოს ის მორალური ზღვარი, რომლის გადალახვის უფლებას თავს აღარ უნდა აძლევდეს ამ გულდათუთქული ქალბატონის გულშემატკივარი“,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშილმა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, როგორ უნდა დავიცვათ გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, ლაშა ნაცვლიშვილმა უპასუხა, რომ გარიყვით - მშვიდობიანი, მორალური, ზნეობირივი ნაბიჯით, ისინი ცივილიზაციის მიღმა არიან.

,,მინდა მივმართო, მედიაში დასაქმებულ ყველა ადამიანს, ვინაიდან მაქვს ამის უფლება ალბათ, ამ ტელევიზიაში ვიმყოფები, რომლის სათავეებთან ვიდექი. ნუ მოგახვევენ თავს ყალბ კოლეგიალურობის იდეოლოგიას, ისინი არ არის თქვენი კოლეგები. ვინც ამ გესლს თესავს, ისინი არ არიან ჟურნალისტები, ისინიც არიან მკვლელები. ამიტომ, თქვენ ერთი წუთით არ გქონდეთ იმის განცდა, რომ თქვენს კოლეგებზე. ისინი არ არიან თქვენი კოლეგები. ეს არის მათი არჩევანი, ისინი დადგნენ სიკვდილის მხარეს, ისინი დადგნენ ჭირის და ვირუსისი მხარეს და ეს არის მათი არჩევანი. მათი არჩევანი არის თავისუფალი ქრისტიანობაშიც და დემოკრატიაშიც. ახლა ჯერი ჩვენს არჩევანზეა, შეგვიძლია თუ არა ეს არჩევანი ჩვენი მორალური სიმაღლიდან შევაფასოთ და ის ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც ეკადრება აი ამ გულდათუთქულ ადამიანს და მთელს საზოგადოებას. ეს არის მთავარი გამოწვევა. ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება ამ გამოწვევას და ამ გამოცდას, ისევე როგორც 3000 წლის განმავლობაში, როცა კრიტიკული წამი დგებოდა, ვართმევდით თავს, დღესაც წარმატებით გავართმევთ“,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S