Accentnews.ge
გახარია: "ამ არჩევნებსა და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას"

გახარია: "ამ არჩევნებსა და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას"

18/07/2020 11:04:06 პოლიტიკა

ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება, ჩვენი ყველას ერთობლივი შრომის შედეგი უნდა იყოს. ახლა ამ არჩევნებსა და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციის ნაწილის ერთობლივ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა. საუბარია ირაკლი ოქრუაშვილის ირგვლივ მიმდინარე მპვლენებზე.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.

„რა პოლიტიკურ ზეწოლაზეა საუბარი ხალხნო, თავად ოქრუაშვილს რაზეც უნდა, იმაზე შეუძლია ისაუბროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არჩევნებში ვართ. რა თქმა უნდა, ზოგი პოლიტიკურ, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე ისაუბრებს, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის არასდროს არ შეუზღუდავს. ვსაუბრობთ ღიად ყველასთან ყველაფერზე და მოდით ასე გავაკეთოთ, არჩევნების ღირსეულად ჩატარება, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის, ან საზოგადოების რაღაც ნაწილის მიზანი, არ უნდა იყოს, ეს ყველას ჩვენი მიზანი უნდა იყოს,რადგან არჩევნებით შეაფასებენ რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა, ქვეყანას. ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, როდესაც გვაქვს უკვე თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო დემოკრატია. ამ ქვეყანას შეუძლია, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით შემდგომი ნაბიჯი გადადგას და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება, ჩვენი ყველას ერთობლივი შრომის შედეგი უნდა იყოს. ახლა ამ არჩევნებსა და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S