
მეუფე ნიკოლოზი – 15 წლის ლუკა სირაძეზე: „თუ თვითმკვლელობა დადასტურდა, ლოცვას ვერ გავაგრძელებთ“
18/07/2020 14:56:54 საზოგადოება
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, თუ 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის თვითმკველობის ფაქტი დადასტურდა, ეკლესია მისი სულისთვის ლოცვას შეწყვეტს.
როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეკლესიამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პირადი გამოძიება ჩაატარა, რა დროსაც, მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, თვითმკვლელობის ფაქტი არ დადასტურებულა.
"ჩვენ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, როგორ შეიძლება, სირაძისთვის ლოცვა. საეკლესიო წესის მიხედვით, თვითმკვლელისთვის ლოცვა არ შეიძლება, თუ ეს ფაქტი მტკიცდება. ოჯახის წევრებმა დაგვარწმუნეს და ჩვენც გამოვიკვლიეთ, რომ არ მტკიცდება თვითმკვლელობის ფაქტი. როდესაც ასეთი გაურკვეველი სუტუაციაა, ჩვენ მოწყალებისკენ ვიხრებით. გავერკვიეთ მაშინ, წესი აუგეთ და ლოცვას მისთვის ვაგრძელებთ. თუ გაირკვა, რომ მან ნამდვილად თავი მოიკლა, ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. იმედი მაქვს, რომ თვითმკვლელობის ფაქტი არ მომხდარა. ისეთ ადგილას იყვნენ, რომ შეიძლება ფეხი დასცდომოდა. დაგვარწმუნეს ოჯახის წევრებმაც და გამოვიკვლიეთ, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა. თუ დადასტურებულია თვითმკვლელობა ლოცვას ვერ გავაგრძელებთ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
გარდა ამისა, მიტროპოლიტის განცხადებით, იგი მარიანა ჩოლოიანს თავისი ინიციატივით შეხვდა:
"მარიანა ჩოლოიანს რაც შეეხება, სიღრმეებში ვერ შევალ, რადგან ეს გამოძიების საქმეა. ჩემი აზრი არის ის, რომ ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად. მე დამნაშავის სულიც მაინტერესებს. სიკვდილით დასჯა როცა არსებობდა სიკვდილმისჯილებთანაც დავდიოდით".
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდმა სავარუდოდ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. იგი გასული წლის 17 დეკმებერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.
იხილეთ ასევე: რატომ იმარჯვებს საქართველოში სიკვდილი...