Accentnews.ge
ოფიციალური თბილისი  Haqqin.az–ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ოფიციალური თბილისი  Haqqin.az–ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

20/07/2020 13:42:39 საგარეო პოლიტიკა

ოფიციალური თბილისი Haqqin.az–ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია აზერბაიჯანული გამოცემის სტატიაზე, რომელშიც Haqqin.az წერს, რომ "სომხეთ–აზერბაიჯანის დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე სერბეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით სხვადასხვა კალიბრის დიდი რაოდენობით ნაღმტყორცნები ჩაიტანეს".

„ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობებს, სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტ გამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო აზერბაიჯანის სტატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა, რომელიც ვითარდება და ღრმავდება, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტს. აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“, – განუცხადეს „აქცენტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამნისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო. დაპირისპირებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S