ეზუგბაია განმარტავს, კოლეგებისგან განსხვავებით, რატომ არ დაესწრო „ქართული ოცნების“ ღონისძიებას
20/07/2020 15:33:20 პოლიტიკა
ჩემი საქმე ამ ცენტრშია, - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ "ფორმულას" კითხვას, მიიწვიეს თუ არა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე და თუ კი, რა მიზეზით არ იმყოფებოდა.
"მე ჩემი საქმეები მაქვს, რომელსაც ვაგვარებ კლინიკაში... მე სხვა პასუხი არ მაქვს", - განაცხადა ეზუგბაიამ.
დამაზუსტებელ კითხვას, მიწვეული იყო თუ არა წარდგენაზე, ეზუგბაიამ არ უპასუხა.
ცნობისთვის: მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ინფექციური საავადმყოფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე და მთავარი რეანიმატოლოგი ლევან რატიანი ესწრებოდნენ.






