Accentnews.ge
„წითელი ჯვარს“ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა

„წითელი ჯვარს“ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა

22/07/2020 10:17:15 კონფლიქტები

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლები ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის მონახულებას და მისთვის ოჯახის გზავნილის გადაცემას ითხოვენ.

"საერთაშორისო ორგანიზაციის ცხინვალის ოფისის ხელმძღვანელმა კარმენ ეჩეზარეტამ ამ საკითხში თანადგომის თხოვნით მიმართა უშიშროების საბჭოს მდივანს ვალერი ვალიევს", – წერს სააგენტო "რესი".

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 33 წლის ზაზა გახელაძე გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ქვედა კიდურის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

იხილეთ ასევე: „იციან, რომ უპრინციპო ხარ!“ – ამჯერად რას ცდილობს რუსეთი?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S