Accentnews.ge
საქართველოში რუსი გამომძიებლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველოში რუსი გამომძიებლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

22/07/2020 11:28:20 სამართალი

საქართველოში დაკავებულია რუსეთის 23 წლის მოქალაქე ივან კოჩეტკოვი, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში მოსკოვის სიახლოვეს გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობაში თანამონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.

კოჩეტკოვის დაკავების ფაქტი BBC-ს რუსულ ბიუროს ქართულ სასამართლოსა და პროკურატურაში, ასევე დაკავებულის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა და შიშკინების ოჯახის ადვოკატმა დაუდასტურეს.

ამასთან, დაკავების ზუსტი თარიღი და გარემოებები არ დასახელებულა. ცნობილია მხოლოდ, რომ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული კოჩეტკოვი თბილისის ერთ-ერთ ციხეში არაუგვიანეს 2020 წლის მაისისა აღმოჩნდა.

გამოძიების ვერსიით, კოჩეტკოვი უთვალთვალებდა შიშკინას ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლთან მოსკოვის ოლქის დაბა არხანგელსკოიეში და შესაბამის ინფორმაციას ჰაკერ იაროსლავ სუმბაევს აწვდიდა. ამ უკანასკნელს გამოძიება მკვლელობის დამკვეთად მიიჩნევს.

შიშკინა სუმბაევის მონაწილეობით თაღლითობის საქმეს იძიებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ სუმბაევი კოჩეტკოვის ცოლის ძმაა. სამივე ასტრახანის მკვიდრია.

თავად სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში “ინტერპოლის” განაცხადის საფუძველზე დააკავეს. რუსეთში იგი ორგანიზატორად ითვლება ჰაკერების ჯგუფისა, რომელიც სხვადასხვა კომპანიებისა და ბანკების სერვერებზე შეღწევის გზით თაღლითურად ეუფლებოდა თანხებს.

სუმბაევმა ჰაკერულ თავდასხმებში მონაწილეობა აღიარა, თუმცა გამომძიებლის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

სანქტ-პეტერბურგში დაკავებულები არიან მკვლელობის უშუალო შემსრულებელი და შუამავალი – სტუდენტი-მედიკოსი აბდულაზიზ აბდულაზიზოვი და მისი მეგობარი, სკოლის მოსწავლე კირილ გრუნსკი. მკვლელობის მომენტისთვის ისინი 18 და 17 წლისანი იყვნენ. გამოძიების ინფორმაციით, სკოლის მოსწავლემ მკვლელობის დაკვეთა “დარქნეტში” მიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S