Accentnews.ge
ინფექციონისტებს ახალ შენობას კიდევ ერთხელ დაჰპირდნენ

ინფექციონისტებს ახალ შენობას კიდევ ერთხელ დაჰპირდნენ

23/07/2020 07:28:59 პოლიტიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის შეძენის ან აშენების მიზნით, დაახლოებით, 40 მილიონი ლარი გამოიყოფა,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე წლებია, ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ვცდილობდით, გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, არა მხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენს პარტნიორებსაც უწევდა კონსულტაციებს. რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ინფექციურ კლინიკას გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის მიზნობრიობა იქნება ახალი შენობის აშენება ან შეძენა. ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში უნდა გადავჭრათ“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორია, სადაც ამჟამად ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებს, 2012 წლიდან გასხვისებულია. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, საავადმყოფოს ფუნქციონირება სხვა ტერიტორიაზე უზრუნველეყო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინფექციებთან ბრძოლა არაერთხელ გამოცხადდა ჯანდაცვის სფეროს მთავარ მიმართულებად, პრობლემა წლების განმავლობაში არ მოგვარებულა. ახალი ტიპის კორონავირუსის პირობებში საკითხი აქტუალური ისევ გახდა და ინფექციონისტებმა კვლავ მიიღეს დაპირება შენობის მიღების თაობაზე. მაშინ ითქვა, რომ შენობაც შერჩეულია.

„ახლა გვაქვს უკვე მიღებული კატეგორიული გარანტია პრემიერ-მინისტრისგან. მათ შესანიშნავად ესმით, ჩვენ ვინ ვართ, ჩვენი საჭიროება ქვეყნისთვის. დაგვპირდა, რომ სახელმწიფო უმოკლეს ვადებში დიღომში ინოვაციების შენობას შეიძენს და გადმოგვცემს. 11 სართულიანი, კარგი შენობაა“, - განაცხადა 2 მარტს თენგიზ ცერცვაძემ, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ საკითხი ისევ გადაუწყვეტელი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S