CRRC–ს კვლევა: პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მთავრობის რეიტინგი გაიზარდა
23/07/2020 09:40:51 პოლიტიკა
პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მთავრობისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების შეფასების დადებითი მაჩვენებელი,– კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა.
კვლების შედეგების თანახმად, ნოემბერ-დეკემბერში პრემიერ გიორგი გახარიას სარეიტინგო ქულა 21 იყო და მაისში ის უკვე 65 გახდა. 43-დან 69-მდე გაიზარდა პოლიციის შეფასების მაჩვენებელმა, 9-დან 30-მდე – პარლამენტის, პრეზიდენტისა კი 9-დან – 25-მდე.
გამოკითხული მოსახლეობა თითქმის 100%–ით დადებითად აფასებს ექიმების საქმიანობას კორონავირუსის პერიოდში. კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული საქმიანობაც ასევე დადებითად სეფასდა, მათ შორის პოლიციის - 88 ქულა, ლუგარის ლაბორატორიის - 88 ქულა, გიორგი გახარიას - 87. 68 ქულით შეფასდა პარლამენტის საქმიანობა, პრეზიდენტის კი - 51.
პანდემიის პერიოდზე დაკვირვება აჩვენებს, რომ 50-დან 66 ქულამდე გაიზარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგი.
Covid 19-ის შესახებ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა. კვლევა ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და 6 000-მდე ადამიანი გამოიკითხა. ცთომილების ოდენობა დაახლოებით 3.0%-ა.


