Accentnews.ge
აბაზოვი – „ქართულ ოცნებაზე“: „პარტიაში რატომ უარყოფენ, მაგათ ჰკითხეთ"

აბაზოვი – „ქართულ ოცნებაზე“: „პარტიაში რატომ უარყოფენ, მაგათ ჰკითხეთ"

23/07/2020 12:09:13 პოლიტიკა

მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ თემურ აბაზოვის საარჩევნოდ პროპორციულ სიაში შეყვანის საკითხი არც განხილულა და მის მიმართ არც მსგავსი შეთავაზება ყოფილა, თუმცა განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს თავად მარნეულის ყოფილი მერი.

"არც შეთავაზება ყოფილა, არც განხილული ბატონი აბაზოვის საკითხი საპარლამენტო სიაში შეყვანასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ანალოგიური განცხადებები გააკეთეს მმართველი პარტიის რიგმა დეპუტატებმა, თავად აბაზოვმა კი ჯერ 22 ივლისს განაცხადა, რომ "ქართული ოცნებიდან" პროპორციული სიით არჩევნებში კენჭისყრა შესთავაზეს, ხოლო მმართველი გუნდის წევრების მიერ გაკეთებული კომენტარების შემდეგ, 23 ივლისს იგივე გაიმეორა.

"შეთავაზება იყო ნამდვილად, მე კი უარი არ მითქვამს, პარტიაში რატომ უარყოფენ, მაგათ უნდა ჰკითხეთ", - უთხრა „ფორმულას“ აბაზოვმა.

თემურ აბაზოვმა თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა. აბაზოვს მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავებოდნენ, ის აღნიშნული ბრალდებით 2018 წელს დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S