Accentnews.ge
"აშშ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას არასდროს შეეგუება"

"აშშ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას არასდროს შეეგუება"

23/07/2020 14:12:50 საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უელსის დეკლარაციის 80 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

„აშშ-ს არასოდეს უღიარებია ბალტიისპირეთის ქვეყნების იძულებითი შესვლა საბჭოთა კავშირში, ასევე არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას, რომელიც განხორციელდა ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის გამომწვევი მარიონეტების მხარდაჭერის, ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გზით", - აღნიშნულია პომპეოს განცხადებაში

უელესის დეკლარაცია 1940 წლის 23 ივლისს აშშ-ს იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა სამნერ უელსმა გამოსცა. დოკუმენტში აშშ-მა საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია დაგმო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S