Accentnews.ge
"საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას"

"საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას"

24/07/2020 08:04:23 პოლიტიკა

სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სენატში თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცებისა და სენატორ ჯიმ რიშის ინიციატივის ჩავარდნის შესახებ განუცხადა.

გახარიას შეფასებით, აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა ღრმავდება, რაც არაერთ სფეროს მოიცავს.

„აქ ასეთ სფეროებზეა საუბარი – თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, განათლება. რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს, აშშ-ს, ეს იქნება კონგრესმენი, თუ სენატორი შეიძლება, გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს. მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს, აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის უფლება. დროთა განმავლობაში ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება. ცუდია ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ, რადგან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველო-ამერიკას შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე უფრო მაღლა დგას. დარწმნუნებული ვარ, ასეთი პროცესები გაგრძელდება, მაგრამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი პასუხი ექნება, როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მოხარულია, როდესაც მისი სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნის დემოკრატიზაციას აფასებენ.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება. ეს ჩვენს ინტერესშია. რა კითხვის ნიშნებიც არსებობს, ამასთანაც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, რადგან საქართველოში გამოხატვის თავისუფლებიდან, მედიაპლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი დაემუქრება მარტივი მიზეზის გამო – ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების, სამართლიანობის ფასი კარგად შეიგრძნო და ამას უკან ვერავინ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასებები იქნება საქართველოს პარტნიორების მხრიდან, ჩვენ მოხარულები ვართ“, – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S