
კელი დეგნანი - თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტზე: "სრულად უნდა წავიკითხოთ ეს დოკუმენტი"
24/07/2020 09:13:43 საგარეო პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, "აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტში ძალიან ბევრი პოზიტიური დახასიათება და კომენტარი საქართველოს მიმართ, იმასთან დაკავშირებით, თუ რას მიაღწია ქვეყანამ, კიდევ რა მოლოდინია და რა უნდა გააკეთოს მომავალში უსაფრთხოებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად".
"მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ და მნიშვნელოვნად აღვიქვათ ის კომენტარი და ის მესიჯი რაც მოდის სენატორი რიშისგან და ნებისმიერი სხვა წარმომადგენლისგან იმიტომ, რომ ეს გახლავთ ის ხალხი, ვინც ზრუნავს საქართველოზე, ვინც კარგად იცნობს ამ ქვეყანას და სურვილი აქვს მისი განვითარების, წარმატების ხილვის”, - განაცხადა დეგნანმა.