Accentnews.ge
"აშშ-ის თავდაცვის აქტმა სპეკულაციებს დაუსვა წერტილი"

"აშშ-ის თავდაცვის აქტმა სპეკულაციებს დაუსვა წერტილი"

24/07/2020 12:02:43 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განხადებით, აშშ-ის სენატის მიერ 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ბოლოო ვერსიამ, წერტილი დაუსვა სპეკულაციებს და ოპოზიციის მცდელობას, რომ ვიწროპარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობაში. ასე გამოეხაურა დავით ზალკალიანი 2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას, რომელშიც არ აისახა სენატორ რიშის ინიციატივები.

დავით ზალკალიანის განცხადებით ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის შეუქცევადი. მან მადლობა გადაუხადა სენატორ რიშსაც, საკანონმდებლო აქტში მხარდაჭერის ასახვისთვის:

„ეს გახლდათ მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარდაჭერა საქართველოს ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. არის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართ და რა თქმა უნდა, არის მხარდაჭერა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხითაც. საკანონმდებლო აქტში რეგიონში საქართველო არის განსაკუთრებულად გამოყოფილი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ფუნქცია რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სენატის ვერსია თავდაცვის აქტის, არის მართლაც უპირობო მხარდაჭერა საქართველოს როლის რეგიონში“.

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა 2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს.

ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების ინიციატორი სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯიმ რიში იყო, ინიციატივის მიზანი კი - საქართველოსთვის შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის დემოკრატიულ მდგომარეობასთან დაკავშირება.

სენატის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარის მიერ მომზადებულ ცვლილებათა საკანონმდებლო პროექტში, საუბარი იყო საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, გასული წლის საპროტესტო გამოსვლებსა და 8 მარტის შეთანხმებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S