Accentnews.ge
გასულ კვირას ბაზრობებზე 19 ბიზნეს–სუბიექტი დააჯარიმეს

გასულ კვირას ბაზრობებზე 19 ბიზნეს–სუბიექტი დააჯარიმეს

27/07/2020 08:49:12 ეკონომიკა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, გასულ კვირაში თბილისის მასშტაბით ყველა ბაზარი შემოწმდა, მათ შორის ლილო, ელიავა, დეზერტირები, ნავთლუღი, დიდუბე, გლდანი, ვარკეთილი, დიღომში არსებული ბაზრობები და გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდინარე, რიგი ბიზნეს სუბიექტები დაჯარიმდნენ.

კერძოდ, ლილოს ტერიტორიაზე დაჯარიმდა 12 ბიზნეს–სუბიექტი, დეზერტირების ბაზარში -1, ნავთლუღში-2, დიდუბეში-3, ვარკეთილში 1 ბიზნესოპერატორი.

„დღეს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ ინსპექტირება, დავიწყეთ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა, ვაწვდით ინფორმაციას, თუ რა წესები უნდა დაიცვან“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

ამასთან, ფერაძის ცნობით, 118 აუზი დარეგისტრირდა, მათგან 106 შემოწმდა და საქმიანობის უფლება მიეცა მხოლოდ 66-ს. დარეგისტრირებულია 275 სპორტდარბაზი, შემოწმდა - 263 და საქმიანობის განახლებაზე თანხმობა 144-ს მიეცა.

ცნობისთვის: კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ლილოს ბაზრობაზე. დღეს ცნობილი გახდა, რომ ყველა ბაზრობაზე ჩატარდება ვირუსსზე ტესტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S