Accentnews.ge
ადვოკატის ცნობით, პირები, რომლებიც მამას ეუბნებოდნენ, რომ „ბაჩალიაშვილი შარშია“, მაღალჩინოსნები არიან

ადვოკატის ცნობით, პირები, რომლებიც მამას ეუბნებოდნენ, რომ „ბაჩალიაშვილი შარშია“, მაღალჩინოსნები არიან

27/07/2020 09:11:14 სამართალი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებიან.

ადვოკატი იმ მაღალჩინოსნების დასახელებას აპირებს, რომლებიც მისი თქმით, გარდაცვლილის მამას უკავშირდებოდნენ ცხედრის პოვნამდე “მივდივარ იმ პირების დასახელებაზე, რომლებიც ძებნითი სამუშაოების დროს ურეკავდნენ მამას კომპიუტერთან დაკაშირებით და ეუბნებოდნენ, რომ „შარშია“ მისი გოგო, „პრობლემაა“, ეუბნებოდნენ, „რა საჭირო იყო აქციები“. დასახელდებიან ეს ადამიანები, რომლებიც პოლიციის მაღალჩინოსნები არიან“, - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატის ცნობით, ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის გახსნა ჯერ ვერ მოხერხდა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

განახლება

ადვოკატმა და ბაჩალიაშვილის მამამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია დატოვეს.

„შევხვდით განყოფილების უფროსს და გამომძიებელს. ბატონმა ჯუმბერმა თავისი პოზიცია უთხრა. ბოლო ჩვენება ბლოკნოტთან დაკავშირებით მივეცით. ეს იყო ჩვენი საბოლოო პოზიცია, მაინც მათ წესიერებას აღარ შევეხეთ. ბატონმა ჯუმბერმა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა რომ საერთოდ გამოძიება აწარმოოს სამხარეომ, საქმე გადაეცეს, წაიღოს სამინისტრომ ან ნებისმიერმა სხვა ორგანომ, რომელიც უფრო კომპეტენტური სამართლიანი იქნება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S