Accentnews.ge
„ბატონი ვაშაძის აქტიური ხელშემწყობი ჩხარტიშვილია“

„ბატონი ვაშაძის აქტიური ხელშემწყობი ჩხარტიშვილია“

27/07/2020 10:09:04 პოლიტიკა

ვფიქრობ, ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს, ერთიანობას გამოეთიშოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ძალიან მნიშვნელოვანია, მათთვისაა დანაკარგი, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პოლიტიკური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გასვლას.

როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, ვაშაძეს და მის პარტიას დამფინანსებელი ჰყავს:

„მის პარტიას დამფინანსებელი ჰყავს. როგორც ჩანს, მის დამფინანსებელსაც საკუთარი ხედვები აქვს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონი ვაშაძის აქტიური ხელშემწყობი ვანო ჩხარტიშვილია და ალბათ, მათ საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის: გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და "სტრატეგია აღმაშენებლის" ექსპერტები ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. ვაშაძემ და ჩარკვიანმა პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ უკვე დატოვეს.

იხილეთ ასევე: ჩარკვიანი – სამადაშვილს ჩხარტიშვილზე: „მიმალავდით?“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S