Accentnews.ge
ბაჩალიაშვილის მამამ დაასახელა პირი, რომელმაც უთხრა, რომ თამარი „შარში იყო“

ბაჩალიაშვილის მამამ დაასახელა პირი, რომელმაც უთხრა, რომ თამარი „შარში იყო“

27/07/2020 10:25:40 სამართალი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ცნობით, პირი, რომელმაც მას უთხრა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი "შარში იყო", ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში ადვოკატთან ერთად ვიზიტისას ბაჭულაშვილი ოფისში არ იმყოფებოდა:

„მე დანარჩენებთან პრეტენზია არ მაქვს, მე მჭირდება ის პიროვნება - რატომ მითხრა „კომპიუტერი გავხსენი, შენი გოგო შარშიაო?“ მოვედი, რომ უბრალოდ ვკითხო, ასეთ მდგომარეობაში ფეხბურთის ბურთივით რომ მაპამპულავებს, შეიძლება ასე უღმერთობა?! ვის ექნება გარანტია, გავალ და ცოცხალი მოვტრიალდები?“.

გარდა ამისა, როგორც გარდაცვლილის მამა იხსენებს, მისი შვილის ცხედრის პოვნამდე გამართულ საპროტესტო აქციაზე მასთან გამომძიებელი მივიდა და უთხრა, რომ "აქციის გამართვა საჭირო არ იყო":

„მეორე დღეს, ხალხი რომ გამოვიდა, გზა გადაკეტა, ამასობაში (სახელი დამავიწყდა, აქ არ არის, შეიძლება სოროშია სადღაც), მოდის და მეუბნება, „ჩვენ ესე ვილაპარაკეთო?!“

მე არ გამომიყვანია არავინ, ხალხი მედგა გვერდში–მეთქი. მოდი, ერთი წუთით, რა ქენით იმ კომპიუტერში, რა არის, ლადო არ პასუხობს–მეთქი და „ვერ გავხსენით კომპიუტერიო“. მე ეგ მინდა გავარკვიო, გაიხსნა თუ არ გაიხსნა“, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნამდე მამამ თქვა, რომ დაუკავშირდნენ შსს–დან და უთხრეს, თამარის კომპიუტერი გახსნეს და ის „დიდი პრობლემის წინაშე“ იყო.

ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით კი ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მეზობლებმა ქვემო ფონიჭალაში აქცია გამართეს და სამძებრო სამუშაოების გააქტიურება მოითხოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

ოჯახი ითხოვს, საქმეზე ძიება სხვა განყოფილებამ განაგრძოს.

განახლება

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S